ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მკვეთრადაა შემცირებული. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა 10.1%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი სახლების გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად საშუალოდ 28%-ით არის შემცირებული, ხოლო გაყიდული ფართობის საერთო მოცულობის ვარდნის მაჩვენებელი 20%-ს აღწევს.
ინვესტიციების კლება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებაა. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ცოტა ხნის წინ ჩინეთს დამატებითი სანქციები დაუწესა, პეკინმა კი საპასუხო ზომებიც მიიღო და ზოგიერთი საქონლის ექსპორტი შეზღუდა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კოლაფსის პირასაა. ორი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, Evergrande და Country Garden-ი გადახდისუუნაროა, მათ მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება კი უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.
ინვესტორები შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში Country Garden-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწევს, ეს კი უძრავი ქონების სექტორში ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რომელიც შემდგომ, სავარაუდოდ, ბანკებს და სხვა კომპანიებსაც შეიწირავს.
ცხადია, ასეთ რისკებს ინვესტორები ნეგატიურად იღებენ და ამიტომაც ვხედავთ, რომ მათი მხრიდან ჩინეთის მიმართ ინტერესი იკლებს.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…